სიახლე

მარტვილში ,სოფელ ბანძაში კარანტინი გამოცხადდა – ონისე ჯანაშია

MegaTV

მარტვილში, სოფელ ბანძაში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ სოციალუ ქსელში, სამოქალაქო აქტივისტი და გიდი, ონისე ჯანაშია წერს. მისი თქმით, ტერიტორიაზე კარანტინია გამოცხადებული. „მარტვილის მუნიციპალიტეტში სოფელ ბანძაში ცოფი დაფიქსირდა. 8 აპრილს ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილ ძაღლს 14 აპრილს ლაბორატორიულად დაუდასტურდა ცოფი. დაკბენილია 3 ადამიანი. ტერიტორიაზე გამოცხადებულია კარანტინი, მიმდინარეობს დეზინფექცია და ცხოველების ვაქცინაცია. თუ აღნიშნულ ტერიტორიაზე ძაღლმა […]

პირველწყარო →
მარტვილში, სოფელ ბანძაში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ სოციალუ ქსელში, სამოქალაქო აქტივისტი და გიდი, ონისე ჯანაშია წერს.
მისი თქმით, ტერიტორიაზე კარანტინია გამოცხადებული.
„მარტვილის მუნიციპალიტეტში სოფელ ბანძაში ცოფი დაფიქსირდა.
8 აპრილს ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილ ძაღლს 14 აპრილს ლაბორატორიულად დაუდასტურდა ცოფი. დაკბენილია 3 ადამიანი.
ტერიტორიაზე გამოცხადებულია კარანტინი, მიმდინარეობს დეზინფექცია და ცხოველების ვაქცინაცია.
 თუ აღნიშნულ ტერიტორიაზე ძაღლმა დაგკბინათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას და შესაბამის სამსახურს!”, – წერს ჯანაშია.

მსგავსი