ურსულა ფონ დერ ლაიენი პეტერ მადიარს ესაუბრა
ურსულა ფონ დერ ლაიენი პეტერ მადიარს ესაუბრა. „უნგრეთი ევროპის გულში დაბრუნდა, სადაც მისი ადგილი ყოველთვის იყო. ეს პირველ რიგში უნგრელი ხალხის მომენტს წარმოადგენს“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე. ევროკომისიის პრეზიდეტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ცნობით, პეტერ მადიართან სატელეფონო საუბრისას სასწრაფო პრიორიტეტული საკითხები განიხილა. „წინ სწრაფი სამუშაოა აღდგენისთვის, გარდაქმნისთვის და რეფორმებისთვის. კანონის უზენაესობის აღდგენა. გარდაქმნა ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებების შესაბამისად. რეფორმები, რათა ევროპული ინვესტიციებით შეთავაზებული შესაძლებლობები გაიხსნას“, – აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი. შეგახსენებთ, უნგრეთში კვირას გამართულ საპარლამენტო არჩევნებში პეტერ მადიარის ოპოზიციურმა პარტიამ „ტისამ“ გაიმარჯვა. მადიარი პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას… The post ურსულა ფონ დერ ლაიენი პეტერ მადიარს ესაუბრა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →