სიახლე

მარნეულის მუნიციპალიტეტში, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში გამართულ ღონისძიებას ქვემო ქართლის რწმუნებული ილია ჯალაღანია დაესწრო

რეგიონალური სიახლეები

ილია ჯალაღანიამ, განათლების მინისტრის პირველ მოადგილე ლევან ღირსიაშვილთან და მარნეულის მერთან დაურ ისმაილოვი ერთად, კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა და სასწავლო კურსის დასრულება მიულოცა. შეხვედრაზე რწმუნებულმა დამსწრე საზოგადოებას დედაენის დღე მიულოცა და ხაზი გაუსვა სახელმწიფო ენის ცოდნის მნიშვნელობას. მისი განცხადებით, ქართული ენის ფლობა ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის მნიშვნელოვანი საფუძველია და ხელს უწყობს მათ სრულფასოვან ჩართულობას საჯარო მმართველობაში....

პირველწყარო →

ილია ჯალაღანიამ, განათლების მინისტრის პირველ მოადგილე ლევან ღირსიაშვილთან და მარნეულის მერთან დაურ ისმაილოვი ერთად, კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა და სასწავლო კურსის დასრულება მიულოცა.

შეხვედრაზე რწმუნებულმა დამსწრე საზოგადოებას დედაენის დღე მიულოცა და ხაზი გაუსვა სახელმწიფო ენის ცოდნის მნიშვნელობას. მისი განცხადებით, ქართული ენის ფლობა ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის მნიშვნელოვანი საფუძველია და ხელს უწყობს მათ სრულფასოვან ჩართულობას საჯარო მმართველობაში.

ილია ჯალაღანიამ ასევე მადლობა გადაუხადა სკოლას რეგიონში განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტებისთვის. ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც კურსდამთავრებულებმა და ტრენერებმა მათთვის საინტერესო საკითხები განიხილეს.


მსგავსი