სიახლე

ცოფის შემთხვევა მარტვილის მუნიციპალიტეტში – მოსახლეობას მედიკოსებთან მიმართვისკენ მოუწოდებენ

რეგიონალური სიახლეები

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით -14 აპრილს, ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილ უპატრონო ძაღლს, რომელიც იზოლაციაში დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა, ლაბორატორიულად დაუდასტურდა ცოფი (გამოცდის ოქმი #2465). სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უკვე აცნობა შესაბამის უწყებებს და დაიწყო სალიკვიდაციო ღონისძიებები: 📣 სააგენტო მოუწოდებს ყველას, ვისაც კონტაქტი ჰქონდა საეჭვო ძაღლთან მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში („ორი ნაბიჯის“ მიმდებარე ტერიტორიაზე), დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას ვაქცინაციისთვის...

პირველწყარო →

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით -14 აპრილს, ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილ უპატრონო ძაღლს, რომელიც იზოლაციაში დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა, ლაბორატორიულად დაუდასტურდა ცოფი (გამოცდის ოქმი #2465).

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უკვე აცნობა შესაბამის უწყებებს და დაიწყო სალიკვიდაციო ღონისძიებები:

  • დაავადების კერაში გამოცხადდა კარანტინი
  • ჩატარდა დეზინფექცია, მათ შორის თავშესაფარში
  • მიმდინარეობს ცხოველების ვაქცინაცია და მათზე ზედამხედველობა

📣 სააგენტო მოუწოდებს ყველას, ვისაც კონტაქტი ჰქონდა საეჭვო ძაღლთან მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში („ორი ნაბიჯის“ მიმდებარე ტერიტორიაზე), დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას ვაქცინაციისთვის და დაუკავშირდნენ შესაბამის სამსახურს.


მსგავსი