ესპანეთის პრემიერის მეუღლეს კორუფციის ბრალდება წაუყენეს
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის მეუღლეს – ბეგონია გომესს კორუფციის ბრალდება წაუყენეს. გამოძიება ორი წელი მიმდინარეობდა და მას გავლენის ბოროტად გამოყენებაში, კორუფციასა და სახსრების მითვისებაში ადანაშაულებენ. საუბარია ბეგონია გომესის ერთ-ერთ პროექტზე, რომელიც მადრიდის უნივერსიტეტში განხორციელდა. უფრო დეტალურად კი, გამოძიება ამტკიცებს, რომ კათედრის გახსნის მიზნით რექტორებზე ზეწოლა განხორციელდა. ბრალდების კიდევ ერთი ეპიზოდი ის არის, რომ გომესს ადანაშაულებენ სახელმწიფო მოხელის, კრისტინა ალბარესის საკუთარ ბიზნესპროექტებში ასისტენტად გამოყენებაში. ესპანეთის პრემიერი კი ამ ყველაფერს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და ამბობს, რომ გომესის წინააღმდეგ კამპანია მემარცხენე ოპოზიციამ წამოიწყო. The post ესპანეთის პრემიერის მეუღლეს კორუფციის ბრალდება წაუყენეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →