სიახლე

“ჯორჯია მელონის სიმამაცე აკლია“- ტრამპი

მედიაცენტრი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განაცხადა, იტალიელ კოლეგას, ჯორჯია მელონის „სიმამაცე აკლია“. იტალიურ გამოცემასთან საუბრისას ტრამპმა დასვა კითხვა, „მოსწონთ თუ არა იტალიელებს ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრი მელონი აშშ-ს არ უწევს არანაირ დახმარებას ჰორმუზის სრუტის საკითხში?“. „ხალხს ეს მოსწონს? ვერ წარმომიდგენია. შოკირებული ვარ მისით. მეგონა, მას ჰქონდა სიმამაცე, მაგრამ შევცდი“, – განაცხადა ტრამპმა. დონალდ ტრამპის თქმით, მელონი „ფიქრობს, რომ ამერიკამ უნდა გააკეთოს საქმე მის ნაცვლად“. მანამდე, ჯორჯია მელონიმ რომის პაპთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის კომენტარები „მიუღებლად“ შეაფასა. The post “ჯორჯია მელონის სიმამაცე აკლია“- ტრამპი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი