სათამაშო ბიზნესის სფეროში ჯარიმები იზრდება
სათამაშო ბიზნესის სფეროში სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის დაწესებული ჯარიმები იზრდება. შესაბამისი ცვლილებები „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა. კანონპროექტის მიხედვით, სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა, 7 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარით განისაზღვრება; სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა, 1 000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარით განისაზღვრება; აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა, 2 000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარით განისაზღვრება; აზარტული ან მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა, 2 000 ლარის ნაცვლად, 10… The post სათამაშო ბიზნესის სფეროში ჯარიმები იზრდება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →