სიახლე

კახეთში დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარ ძაღლს ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენა

მედიაცენტრი

ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი – 1977 წელს დაბადებული ზ.ჩ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სიღნაღში, ბასრი საგნის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა მიუსაფარ ძაღლს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიუსაფარი ცხოველი თავშესაფარში გადაიყვანეს სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. The post კახეთში დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარ ძაღლს ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი