სიახლე

ბოლნისში, აქტივისტს თავს დაესხნენ – კაცი ჯგუფურ ანგარიშსწორებაში “ოცნების” მხარდამჭერებს ადანაშაულებს

Alia

ჯგუფური ანგარიშსწორება ბოლნისში – სამოქალაქო აქტივისტი ნურადინ ნაბიევი “პირველებს” უყვება, რომ გუშინ, 14 აპრილს მას თავს 7 პირი დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. აქტივისტის განცხადებით, მასზე ანგარიშსწორება მისივე კუთვნილ დაწესებულებაში, ჩაის სახლში მოხდა. ახალგაზრდა კაცს კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა – მას ხილული დაზიანებები თავისა და სახის არეში აღენიშნება. ნაბიევი ირწმუნება, რომ მას პოლიტიკური მოტივით “ქართული ოცნების” წევრები დაესხნენ, რადგან მისი […] The post ბოლნისში, აქტივისტს თავს დაესხნენ – კაცი ჯგუფურ ანგარიშსწორებაში “ოცნების” მხარდამჭერებს ადანაშაულებს appeared first on .

პირველწყარო →

ჯგუფური ანგარიშსწორება ბოლნისში – სამოქალაქო აქტივისტი ნურადინ ნაბიევი “პირველებს” უყვება, რომ გუშინ, 14 აპრილს მას თავს 7 პირი დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

აქტივისტის განცხადებით, მასზე ანგარიშსწორება მისივე კუთვნილ დაწესებულებაში, ჩაის სახლში მოხდა.  ახალგაზრდა კაცს კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა – მას ხილული დაზიანებები თავისა და სახის არეში აღენიშნება.

ნაბიევი ირწმუნება, რომ მას პოლიტიკური მოტივით “ქართული ოცნების” წევრები დაესხნენ, რადგან მისი სოციალურ ქსელში ატქიურობა და ადგილობრივი ხელისუფლბის კრიტიკა არ მოსწონთ.

ნაცემი ახალგაზრდა “პირველებთან” ამბობს, რომ თავდასხმამდე მას კონკრეტული პირი სიციცხლის მოსპობითაც დაემუქრა, იმ შემთხვევაში თუ იმ ვიდეოებს არ წაშლიდა, სადაც ბოლნისში არსებული მძიმე მდგომარეობაა ასახული.

ნურადინ ნაბიევი ვარაუდობს, რომ თავდამსხმელები მარნეულის ყოფილ მერის, დაურ რადგალის გარემოცვის წევრები არიან. (tv pirveli)

The post ბოლნისში, აქტივისტს თავს დაესხნენ – კაცი ჯგუფურ ანგარიშსწორებაში “ოცნების” მხარდამჭერებს ადანაშაულებს appeared first on .


მსგავსი