თბილისის მერიის განცხადებით, ამირეჯიბის გზატკეცილზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, 16 აპრილს, ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.
“ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდის გაწმენდითი სამუშაოები იგეგმება, რის გამოც 16 აპრილის 01:00-დან 06:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.
გადაადგილება შეიზღუდება ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთასთან არსებული გვირაბიდან მიხეილ თამარაშვილის გამზირამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.
შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძის ქუჩისა და მიხეილ თამარაშვილის გამზირის გამოყენებით”,_ აცხადებს თბილისის მერია.
The post ამირეჯიბის გზატკეცილი დროებით იკეტება-რომელი მარშრუტით უნდა ისარგებლოთ 16 აპრილის ღამეს appeared first on გურია ნიუსი.