ბიზნესმენი ივანე გოგლიძე ნახევარი მილიონი ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
„კულასა“ და „ბატონოს“ დამფუძნებელი, ივანე გოგლიძე, რომელიც ფალსიფიცირებული თევზის კონსერვების წარმოება-გასაღების ბრალდებით დააკავეს, ნახევარი მილიონი ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. „8 აპრილს გათავისუფლდა. უძრავი ქონების უზრუნველყოფით ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ. ჩვენ მივმართეთ სასამართლოს, ვინაიდან გამოძიება ფაქტობრივად დასრულებული იყო, ჩვენც წარვადგინეთ მტკიცებულებები და მიგვაჩნდა, რომ არ იყო აუცილებლობა მისი პატიმრობაში ყოფნის. მას დანაშაული არ უღიარებია, უბრალოდ იმ პროცედურული საფუძვლიდან გამომდინარე, რომ ყველა მტკიცებულება შეგროვებული იყო, სასამართლო დაეთანხმა ჩვენს მოთხოვნას“, – განაცხადა წერეთელმა. ცნობისთვის, ივანე გოგლიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მესამე ნაწილით წარედგინა, რაც საკვები პროდუქტის ფალსიფიკაციას გულისხმობს, რასაც… The post ბიზნესმენი ივანე გოგლიძე ნახევარი მილიონი ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →