სიახლე

„შეურაცხმყოფელია“! – აფხაზეთში რუსეთის ეკლესიისგან პასუხს ითხოვენ

News.ge

აფხაზეთში პოლიტიკურ-რელიგიური სკანდალი გამოიწვია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლის, დეკანოზ იგორ იაკიმჩუკის განცხადებამ. მან თქვა, რომ შუა საუკუნეებში, როდესაც აფხაზეთში ტაძრები შენდებოდა, თანამედროვე აფხაზებმა „ქრისტიანობის არაფერი იცოდნენ“. აფხაზეთში აღშფოთდნენ. დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ დეკანოზის სიტყვები შეურაცხყოფად მიიღო და განაცხადა, ისინი საქართველოს ეკლესიისა და ქართული პოლიტიკური ხელმძღვანელობის ნარატივებს იმეორებსო. თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მოქმედი აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო […]

პირველწყარო →

აფხაზეთში პოლიტიკურ-რელიგიური სკანდალი გამოიწვია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლის, დეკანოზ იგორ იაკიმჩუკის განცხადებამ.

მან თქვა, რომ შუა საუკუნეებში, როდესაც აფხაზეთში ტაძრები შენდებოდა, თანამედროვე აფხაზებმა „ქრისტიანობის არაფერი იცოდნენ“. აფხაზეთში აღშფოთდნენ. დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ დეკანოზის სიტყვები შეურაცხყოფად მიიღო და განაცხადა, ისინი საქართველოს ეკლესიისა და ქართული პოლიტიკური ხელმძღვანელობის ნარატივებს იმეორებსო. თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მოქმედი აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო საბჭომ მოსკოვის საპატრიარქოსგან ოფიციალური შეფასება მოითხოვა. პასუხი დღემდე არ მიუღიათ.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოს გამო სკანდალი არ ცხრება. მასზე ჩანს, რომ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი განიხილავს, თუ რა კავშირი აქვს აფხაზი ხალხის წარმომავლობას რეგიონში არსებულ ქრისტიანულ მემკვიდრეობასთან.

„აფხაზების ოფიციალური რიტორიკა ასეთია: ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და დამოუკიდებელი ეკლესიაც გვეკუთვნის. ამბობენ, რომ ოდესღაც არსებობდა აფხაზეთის კათოლიკოსატი. მაგრამ აქ გაუგებრობას თავად ტერმინი ქმნის – ვის ვუწოდებთ აფხაზებს? ის აფხაზები, რომლებსაც ჰქონდათ კათოლიკოსატი და ეს აფხაზები, რომლებიც დღეს აფხაზეთში ცხოვრობენ სხვადასხვა ხალხია. დღევანდელი აფხაზები უფრო ჩრდილო-კავკასიელი ადიღეელები არიან, რომლებიც იქ დასახლდნენ, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა, ვინც IV საუკუნეში ტაძრებს აშენებდა, სამხრეთისკენ წავიდა. აფხაზეთის ტერიტორიაზე IV საუკუნის ტაძრები მართლაც დგას, მაგრამ ისინი აფხაზებს არ აუშენებიათ. აფხაზებს მაშინ ქრისტიანობაზე წარმოდგენაც არ ჰქონდათ. არც ქართველებს აუგიათ – ისინი უბრალოდ ასევე „აფხაზებად“ იწოდებოდნენ. მოკლედ, სხვადასხვა ხალხებს ერთი სახელი ჰქვიათ“, – განაცხადა მან.

ამ ვიდეოს აფხაზეთში ფართო განხილვა და მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, მათ შორის ხელისუფლების დონეზეც. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელიც რელიგიურ საკითხებს არ ეხმაურება ხოლმე, ოფიციალური განცხადება გაავრცელა. უწყების პრესმდივნის ალისა ბარზანიას თქმით, იაკიმჩუკის განცხადებების იგნორირება შეუძლებელია, რადგან ისინი „პოლიტიკური იყო და რელიგიური დისკუსიების ფარგლებს მნიშვნელოვნად გასცდა“.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლის სიტყვები შეფასდა როგორც „დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი“ აფხაზი ხალხისა და მისი სულიერი თუ რელიგიური პრაქტიკების მიმართ. აფხაზი ხალხის ეთნოგენეზზე გამოთქმულ მოსაზრებებს საგარეო უწყებამ „აღმაშფოთებელი“ უწოდა.

„მცდელობა წარმოაჩინო, თითქოს აფხაზეთის რესპუბლიკის მოსახლეობა ადიღეიდან გადმოსახლდა, აფხაზეთის რესპუბლიკის მიერ განიხილება როგორც პავლე ინგოროყვას ანტიმეცნიერული მემკვიდრეობის რეტრანსლაცია. ის უარყვეს როგორც აფხაზმა, ისე რუსმა და ქართველმა მეცნიერებმა.

იყენებს რა სასულიერო სტატუსსა და საჯარო პლატფორმას დეკანოზი იაგორ იაკიმჩუკი ავრცელებს არასწორ და მავნე ნარატივებს აფხაზი ხალხის შესახებ, რომელიც თანხვედრაშია როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ისე საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის რიტორიკასთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

ვრცლად


მსგავსი