სიახლე

ჯუანშერ ბურჭულაძისა და მასთან ერთად დაკავებულების სასამართლო პროცესზე ადვოკატები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ

მედიაცენტრი

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძისა და მასთან ერთად დაკავებული პირების სხდომა მიმდინარეობს, სადაც ადვოკატები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ. პროკურატურამ დასკვნითი სიტყვა გასულ სხდომაზე თქვა და ყველას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს. ამასთან, სახელმწიფო ბრალდება ჯუანშერ ბურჭულაძისთვის იმ ქონების ჩამორთმევას ითხოვს, რომელიც, გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული. პროკურორის თქმით, საუბარია 3 მილიონის ღირებულების ქონებაზე. ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება… The post ჯუანშერ ბურჭულაძისა და მასთან ერთად დაკავებულების სასამართლო პროცესზე ადვოკატები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი