“ფალსიფიცირებული კონსერვები არასოდეს მიწარმოებია” – ვანო გოგლიძის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ
კომპანია „კულას“ დირექტორი ვანო გოგლიძე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შემდეგ BMG- თან პირველ კომენტარს აკეთებს. გოგლიძე ირწმუნება, რომ ფალსიფიცირებული კონსერვები არასდროს უწარმოებია, შესაბამისად მის მიმართ წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება და თავს დამნაშავედ არ თვლის. „საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მინდა განვაცხადო, რომ ჩემს მიმართ წარდგენილ ბრალს არ ვეთანხმები. თავს დამნაშავედ არ ვთვლი. არასოდეს მიწარმოებია და მიმიწოდებია არავისთვის, მათ შორის არც საქართველოს ძალოვანი სტრუქტურებისთვის ფალსიფიცირებული კონსერვები. პროდუქცია ყოველთვის ნორმების სრული დაცვით მზადდებოდა.“ – აცხადებს გოგლიძე. The post “ფალსიფიცირებული კონსერვები არასოდეს მიწარმოებია” – ვანო გოგლიძის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →