სიახლე

სოფელ ველისციხეში, საჯარო სკოლაში მიუსაფარმა ძაღლებმა 6 ადამიანი დაკბინეს

Timer

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ველისციხეში, საჯარო სკოლაში მიუსაფარმა ძაღლებმა 6 ადამიანი დაკბინეს. არსებული ინფორმაციით, დაზარალებულებს შორის ხუთი ბავშვია, ერთი კი მოსწავლის მშობელი. მათ სავალდებულო ვაქცინაცია უტარდებათ. ინფორმაციას ამის შესახებ “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს. მათი ცნობით, შემთხვევის შემდეგ, ძაღლები კახეთის მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტომ თავშესაფარში გადაიყვანა, სადაც ისინი სპეციალურ ვოლიერებში 12 დღის განმავლობაში დაკვირვების ქვეშ დარჩებიან. Source

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი