სიახლე

სომხეთის პოლიციამ სამველ კარაპეტიანის 17 მხარდამჭერი დააკავა

მედიაცენტრი

სომხეთის პოლიციამ ანტიკორუფციული სასამართლოს ეზოში პარტია „ძლიერი სომხეთის“ ლიდერის, სამველ კარაპეტიანის 17 მხარდამჭერი დააკავა. როგორც მედია სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება, ისინი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის (პოლიციის თანამშრომლის კანონიერი ბრძანების შეუსრულებლობა) დარღვევისთვის დააკავეს. 17 აპრილს ანტიკორუფციულმა სასამართლომ პარტია „ძლიერი სომხეთის“ ლიდერის, ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანის სასამართლო პროცესი განაახლა. ეზოში შეკრებილ სამველ კარაპეტიანის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც პოლიციამ პირები დააკავა. The post სომხეთის პოლიციამ სამველ კარაპეტიანის 17 მხარდამჭერი დააკავა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი