“რუსეთი კიდევ ერთხელ შეეცდება ბელარუსის ომში ჩათრევას“- ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბელარუსის სასაზღვრო ზონაში უკრაინის ტერიტორიისკენ მიმავალი გზების მშენებლობა და საარტილერიო პოზიციების მოწყობა მიმდინარეობს. „დაზვერვის მონაცემებით, ბელარუსის სასაზღვრო ზონაში უკრაინის ტერიტორიისკენ მიმავალი გზების მშენებლობა და საარტილერიო პოზიციების მოწყობა მიმდინარეობს. მიგვჩნია, რომ რუსეთი კიდევ ერთხელ შეეცდება ბელარუსის ომში ჩათრევას“, – აღნიშნა ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის მოხსენების მოსმენის შემდეგ. მისი თქმით, გასცა დავალება, რომ შესაბამისი არხებით „გააფრთხილონ ბელარუსის დე ფაქტო ხელმძღვანელობა“, რომ უკრაინა მზადაა დაიცვას თავისი მიწა და დამოუკიდებლობა. The post “რუსეთი კიდევ ერთხელ შეეცდება ბელარუსის ომში ჩათრევას“- ზელენსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →