სიახლე

“ეგდო კაცი და ფანტანივით მოდიოდა სისხლი” _ სისხლიანი ანგარიშსწორება პანაშვიდზე

GuriaNews

სისხლიანი ანგარიშსწორება პანაშვიდზე – “პირველებმა” დიდუბეში, აგლაძის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის დეტალები გაარკვია. როგროც ადგილობრივები და თვითმხილველები ამბობენ, 39 წლის მამაკაცს, რომელიც ახლობლის პანაშვიდზე მივიდა, კორპუსთან მისი თანატოლი, 39 წლის პირი დახვდა და დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. დაზარალებულს ჭრილობები ყელის არეში აქვს მიყენებული. როგორც ადგილობრივები ამბობენ, კაცმა ბევრი სისხლი დაკარგა, მას პირველადი დახმარება პანაშვიდზე […] The post “ეგდო კაცი და ფანტანივით მოდიოდა სისხლი” _ სისხლიანი ანგარიშსწორება პანაშვიდზე appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

სისხლიანი ანგარიშსწორება პანაშვიდზე – “პირველებმა” დიდუბეში, აგლაძის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის დეტალები გაარკვია. როგროც ადგილობრივები და თვითმხილველები ამბობენ, 39 წლის მამაკაცს, რომელიც ახლობლის პანაშვიდზე მივიდა, კორპუსთან მისი თანატოლი, 39 წლის პირი დახვდა და დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. 

დაზარალებულს ჭრილობები ყელის არეში აქვს მიყენებული. როგორც ადგილობრივები ამბობენ, კაცმა ბევრი სისხლი დაკარგა, მას პირველადი დახმარება პანაშვიდზე მყოფმა სამხედრო პირმა გაუწია, შემდეგ კი სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა. 39 წლის კაცის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე აღარ ემუქრება.

წინასწარი ინფორმაციით, მომხდარი დანაშაული მამაკაცებს შორის წარსულში მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება.

პანაშვიდზე იყო ნათესავი მისი. ხალხიც გაოგნებული იყო ის წამებში მოხდა ყველაფერი, ყელის არეში გამოუსვია ცივი იარღარი. სამხედრო იყო პანაშვიდზე და იმან აღმოუჩინა პირველადი დახმარება. ათასი კაცი იყო აქ, მთელი პოლიცია. ეგდო კაცი და ფანტანივით მოდიოდა სისხლი.  ის კიდე გაიქცა მიიმალა”, – ამბობს ადგილობრივი.

პოლიციამ გაქცეული დამნაშავე მალევე დააკავა, 39 წლის კაცს გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით – 1987 წელს დაბადებული ო.ქ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

The post “ეგდო კაცი და ფანტანივით მოდიოდა სისხლი” _ სისხლიანი ანგარიშსწორება პანაშვიდზე appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი