სიახლე

“საქართველოში მიმდინარე კვირის ბოლო დღეები საკმაოდ დატვირთული იქნება” _ კობა ფარტენაძე

GuriaNews

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზზე წერს. „ჯერჯერობით, თბილი ტანისამოსის შენახვა – ისევ ნაადრევია… საქართველოში მიმდინარე კვირის ბოლო დღეები საკმაოდ დატვირთული იქნება, რაც ატმოსფერული ფრონტების უწყვეტი ცვლილებით იქნება გამოწვეული. არსებულ ანტიციკლონს, რომელიც ხვალაც მზიან ამინდს განაპირობებს 18 აპრილის დღის ბოლოდან – კვლავ ციკლონთან არსებული შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები შეცვლის, ამიტომაც 19-20 აპრილს […] The post “საქართველოში მიმდინარე კვირის ბოლო დღეები საკმაოდ დატვირთული იქნება” _ კობა ფარტენაძე appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზზე წერს.

„ჯერჯერობით, თბილი ტანისამოსის შენახვა – ისევ ნაადრევია… საქართველოში მიმდინარე კვირის ბოლო დღეები საკმაოდ დატვირთული იქნება, რაც ატმოსფერული ფრონტების უწყვეტი ცვლილებით იქნება გამოწვეული.

არსებულ ანტიციკლონს, რომელიც ხვალაც მზიან ამინდს განაპირობებს 18 აპრილის დღის ბოლოდან – კვლავ ციკლონთან არსებული შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები შეცვლის, ამიტომაც 19-20 აპრილს საქართველოში ამინდი შეიცვლება, მოსალოდნელია წვიმა, ელჭექით, რომელიც ზოგან შესაძლოა ლოკალურად ინტენსიური იყოს, სეტყვის რისკით.ასე რომ გაითვალისწინეთ – ძლიერი ცვალებადობის კვირა გველოდება, რაც იდეალურად შეესაბამება აპრილის ტიპურ კაპრიზულ ამინდს. ციკლონსა და მაღალი წნევის ხანმოკლე მატებას შორის რყევა გვაიძულებს, ხელთ გვქონდეს როგორც ქოლგები, ასევე მზის სათვალე…“ _ წერს მეტეოროლოგი სოციალურ ქსელში.

The post “საქართველოში მიმდინარე კვირის ბოლო დღეები საკმაოდ დატვირთული იქნება” _ კობა ფარტენაძე appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი