სიახლე

„ფასების მატების წელიწადია, გეიხარეთ…“ – გურულების ირონია მგზავრობისა და პლასტმასის ნაწარმის ფასის ზრდის შესახებ

GuriaNews

უკვე არაოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ ორშაბათიდან მგზავრობის ფასი იმატებს. ოზურგეთშიამაზე ღიად საუბრობენ . _ თბილისამდე არსებულ სამგზავრო ფასს, 30 ლარს 5 ლარი დაემატება. ბათუმამდე და ქუთაისამდე სავარაუდოდ 2 ლარი. ქუთაისამდე უფრო 1 ლარი, ალბათ. სოფლებში სარეისო ავტობუსებზე 50 თეთრით გაიზრდება მგზავრობის ღირებულება,_ უთხრეს „გურია ნიუსს“ აქ. _ სავარაუდოდ, ასე იქნება. დაზუსტებულ პასუხს ორშაბათს გეტყვით, _ […] The post „ფასების მატების წელიწადია, გეიხარეთ…“ – გურულების ირონია მგზავრობისა და პლასტმასის ნაწარმის ფასის ზრდის შესახებ appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

უკვე არაოფიციალურად ცნობილი გახდა,  რომ  ორშაბათიდან მგზავრობის ფასი იმატებს. ოზურგეთშიამაზე ღიად საუბრობენ .

_ თბილისამდე არსებულ სამგზავრო ფასს, 30 ლარს  5 ლარი დაემატება. ბათუმამდე და ქუთაისამდე სავარაუდოდ 2 ლარი. ქუთაისამდე უფრო 1 ლარი, ალბათ. სოფლებში სარეისო ავტობუსებზე 50 თეთრით გაიზრდება მგზავრობის ღირებულება,_ უთხრეს „გურია ნიუსს“ აქ.

_ სავარაუდოდ, ასე იქნება. დაზუსტებულ პასუხს ორშაბათს გეტყვით, _ გვითხრა ავტოსადგურის დირქტორმა შალვა ორაგველიძემ.

ამასობაში კი ისედაც შეთხელებულ მგზავრების რიგში ბუზღუნი ისმის:

„ყოჩაღ, მთავრობას, ირანს დააბრალონ, როგორმე. აზერბაიჯანიდან  მოდის საწვავი და რა შუაშია ირანი. ასე გააძვირეს პლასტმასის ერთჯერადი ჭიქები, თან სამარცხვინო მეთოდით“, _ გვითხრეს მგზავრებმა.

პლასტმასის ნაწარმის გაძვირებას რაც შეეხება, აქ უფრო კომიკური სიტუაციაა.

_როგორც კი  თქვეს,  პლასტმასის ნაწარმი აიკრძალებაო, უცებ გაძვირდა ეს პლასტმასის ჭიქები. ას ცალს 2 ლარად რომ ვყიდულობდით, ახლა 4  ლარად უნდა იყიდო. ასეთია მიდგომა. მერე უცებ გამოაცხადეს, რომ 4 წლით გადაიდო ეს აკრძალვა. ჰოდა, სასწაული იცით, რა არის? ეს გაძვირებული ფასი კი დარჩა. ესენი ხალხი და მთავრობაა? საშველი რომ არ გვაქვს, იციან. შეხმატკბილებული და ვითომ დაპირისპირებული ქოც-ნაცობა ჩვენ ახლა, მგონი, სისხლის გამოსაწოვად მოგვდგა. ვიკითხეთ, რა ხდება-თქი და ბენზინი გაძვირდაო, ასე გვიპასუხეს.  რა ქვია ამას? ამ ჭიქებში ჩითილები გამოგვყავს. თითოეული თეთრი დათვლილი გვაქვს პურის ფულისთვის, ისიც სეზონურად. რა ვქნათ? ფუი, მართლა მაგათ… პური გაძვირდა, ახლა ყველაფერი ძვირდება, მგზავრობის ფასიანად.  თავად მსუყე ხელფასები და ტანკივით ჯიპები კი ჰყავთ,  ბენზინი უფასოდ და რა ენაღვლებათ…“_ გვითხრეს ოზურგეთის ბაზარში (შპს „სოფლის ნობათი“) .

მალე ჩვენს მკითხველებს ვრცლად ვუამბოთ ფასების მატების შესახებ იმ ქვეყანაში, სადაც უკვე მერამდენე თვეა ფასდაკლების კომისია მუშაობს.

The post „ფასების მატების  წელიწადია, გეიხარეთ…“ – გურულების ირონია მგზავრობისა და  პლასტმასის  ნაწარმის ფასის ზრდის შესახებ appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი