სიახლე
The Guardian – ირანმა საჰაერო სივრცე ნაწილობრივ გახსნა
მედიაცენტრი
ირანმა საჰაერო სივრცე ნაწილობრივ გახსნა, – ინფორმაციას The Guardian-ი ირანის სამოქალაქო ავიაციის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. „ირანის გავლით საერთაშორისო ფრენებისთვის ქვეყნის საჰაერო სივრცის აღმოსავლეთ ნაწილში საჰაერო მარშრუტები ღიაა“, – აცხადებს ირანის სამოქალაქო ავიაციის სამსახური. ასევე, სამოქალაქო ავიაციის სამსახურის განცხადებით, 28 თებერვლის შემდეგ პირველად, ზოგიერთმა აეროპორტმა მუშაობა დილის 7 საათზე განაახლა. გამოცემა The Guardian-ის ცნობით, ირანის სამოქალაქო ავიაციის სამსახურის განცხადების მიუხედავად, ქვეყნის საჰაერო სივრცეში საერთაშორისო ფრენები არ ფიქსირდება. The post The Guardian – ირანმა საჰაერო სივრცე ნაწილობრივ გახსნა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.