სიახლე

სამტრედიაში სტადიონის კარი მედიისთვისაც ჩაკეტეს _ ადგილზე პოლიციაა მობილიზებული

GuriaNews

რამდენიმე წუთში სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე მატჩი უნდა დაიწყოს _ ერთმანეთს „სამტრედია“ და „გარეჯი“ ხვდებიან. დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებით, სტადიონი მატჩს ცარიელი ტრიბუნებით ხვდება. მიზეზი თელავთან გამართული შეხვედრაა, რომლის დროსაც გულშემატკივრებსა და მსაჯ გიგა ლომინაძეს შორის დაპირისპირება მოხდა. მატჩი 16:00 საათზეა დაგეგმილი. ადგილზე სტადიონის კარი მედიის წარმომადგენლებისთვისაც დახურულია. ამ დრომდე კომენტარს არც ფეხბურთის ფედერაცია აკეთებს. გულშემატკივრები […] The post სამტრედიაში სტადიონის კარი მედიისთვისაც ჩაკეტეს _ ადგილზე პოლიციაა მობილიზებული appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

რამდენიმე წუთში სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე მატჩი უნდა დაიწყოს _ ერთმანეთს „სამტრედია“ და „გარეჯი“ ხვდებიან.

დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებით, სტადიონი მატჩს ცარიელი ტრიბუნებით ხვდება. მიზეზი თელავთან გამართული შეხვედრაა, რომლის დროსაც გულშემატკივრებსა და მსაჯ გიგა ლომინაძეს შორის დაპირისპირება მოხდა.

მატჩი 16:00 საათზეა დაგეგმილი. ადგილზე სტადიონის კარი მედიის წარმომადგენლებისთვისაც დახურულია. ამ დრომდე კომენტარს არც ფეხბურთის ფედერაცია აკეთებს.

გულშემატკივრები მომხდარს იხსენებენ და პასუხისმგებლობას მსაჯს, გიგა ლომინაძეს აკისრებენ.

მათი თქმით, მსაჯი აგრესიულად იქცეოდა, რის შემდეგაც „სამტრედიის“ კაპიტანი მოედნიდან გააძევეს.

სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული.

The post სამტრედიაში სტადიონის კარი მედიისთვისაც ჩაკეტეს _ ადგილზე პოლიციაა მობილიზებული appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი