სიახლე

კავკასიური სალამანდრა (Mertensiella caucasica)

პარალელი

სააგენტო "პარალელი" კავკასიური სალამანდრა (Mertensiella caucasica) ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს კიდევ ერთი საინტერესო მასალა საქართველოს ფაუნის შესახებ – კავკასიური სალამანდრა (Mertensiella caucasica): ❓🦎 იცოდით, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ამფიბია ბინადრობს?🐸 კავკასიური სალამანდრა (Mertensiella caucasica) პატარა, მაგრამ გამორჩეული წყალხმელეთა ცხოველია, რომელიც შავი სხეულითა და ზურგზე გაფანტული ყვითელი კოპლებით მარტივად ამოიცნობა. მისი სიგრძე 19 სმ-მდე აღწევს, ხოლო ამ სიგრძის დიდი ნაწილი კუდზე […] კავკასიური სალამანდრა (Mertensiella caucasica) პარალელი

პირველწყარო →

სააგენტო "პარალელი"
კავკასიური სალამანდრა (Mertensiella caucasica)

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს კიდევ ერთი საინტერესო მასალა საქართველოს ფაუნის შესახებ – კავკასიური სალამანდრა (Mertensiella caucasica):

❓🦎 იცოდით, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ამფიბია ბინადრობს?🐸
კავკასიური სალამანდრა (Mertensiella caucasica) პატარა, მაგრამ გამორჩეული წყალხმელეთა ცხოველია, რომელიც შავი სხეულითა და ზურგზე გაფანტული ყვითელი კოპლებით მარტივად ამოიცნობა.

მისი სიგრძე 19 სმ-მდე აღწევს, ხოლო ამ სიგრძის დიდი ნაწილი კუდზე მოდის. ბინადრობს მთიან ტყეებში, სუფთა მდინარეებსა და ნაკადულებში, ზღვის დონიდან 2800 მეტრამდე.
საქართველოში გვხვდება: ბორჯომის ხეობაში, ზეკარის გადასასვლელთან, საირმეში
აჭარის ზოგიერთ ნაწილში.

იკვებება მწერებით, მათი ლარვებითა და მცირე უხერხემლოებით.
ეს უნიკალური სახეობა შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში, როგორც მოწყვლადი (VU).

კავკასიური სალამანდრა (Mertensiella caucasica)
პარალელი


მსგავსი