თბილისში 70-სართულიანი მრავალფუნქციური ცათამბჯენის, Trump Tower-ის მშენებლობა იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, Trump Organization-ი საქართველოში მშენებლობას “არქისა” და Biograpi Living-ის კონსორციუმი Sapir Organization-თან ერთად განახორციელებს.
“ერიკ ტრამპი [დონალდ ტრამპის შვილიო და Trump Organization-ის ვიცეპრეზიდენტი] თბილისის პროექტს გლობალური სტანდარტის გაფართოებად მიიჩნევს. მისი განცხადებით, აღნიშნული ცათამბჯენი საქართველოში კომპანიის უმაღლესი ხარისხის სტანდარტებს დაამკვიდრებს.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის დაწყების შემდეგ, კომპანიამ საერთაშორისო ბაზრებზე ლიცენზირებისა და ბრენდირების სტრატეგია გააძლიერა. მსგავსი პროექტების განხორციელება უკვე ახლო აღმოსავლეთში, ვიეტნამსა და ინდოეთში დაიწყო.
როგორც ირკვევა, პროექტის დიზაინზე არქიტექტურული ფირმა Gensler-ი მუშაობს. Sapir Organization-ის ხელმძღვანელი, ალექს საპირი ამ წამოწყებას განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად აცხადებს”, – წერს გამოცემა.
ინფორმაციისთვის, ეს საქართველოში Trump-ის ბრენდის დაბრუნების მეორე მცდელობაა. 2012 წელს ბათუმში დაგეგმილი პროექტი ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით შეჩერდა.
The post თბილისში 70-სართულიანი მრავალფუნქციური ცათამბჯენის, Trump Tower-ის მშენებლობა იგეგმება appeared first on გურია ნიუსი.