სიახლე

მეგობარ ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა – შსს

მედიაცენტრი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე -საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 1985 წელს დაბადებული გ.დ დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეგობარ ქალს – 1984 წელს დაბადებულ ე.ჩ.-ს რამდენჯერმე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.დ. ბრალდებულის სახით დააკავეს. ძალადობის და მუქარის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. The post მეგობარ ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა – შსს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი