“პატრიარქს ჩვენით ავირჩევთ, გარედან დანიშნული არ გვეყოლება”- მეუფე
“ძალიან ძლიერი გუნდი დაგვტოვა პატრიარქმა და ყველაფერს გავაკეთებთ ისე, რომ ეკლესიაც კარგად იმართოს და… ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ!”- ამის შესახებ, ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. მეუფემ მრევლს აღდგომის განახლება მიულოცა და ქადაგებისას კიდევ ერთხელ შეეხო პატრიარქის არჩევის თემას. მისი თქმით, პატრიარქს სინოდი აირჩევს და ის არ იქნება გარედან დანიშნული. “კარგად გაითვალისწინოს ყველამ! მაგის გარანტები ჩვენ ვართ. პატრიარქსაც ავირჩევთ, ჩვენით ავირჩევთ, გარედან დანიშნული არ გვეყოლება და, რა თქმა უნდა, ღმერთთან იქნება პირველი რიგში პასუხისმგებელი და ჩვენთან. დანარჩენი ილუზიები ყველამ დაივიწყოს”- აღნიშნა მეუფემ. The post “პატრიარქს ჩვენით ავირჩევთ, გარედან დანიშნული არ გვეყოლება”- მეუფე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →