სიახლე
მალაიზიაში ხანძარმა 1 000 სახლი გაანადგურა
მედიაცენტრი
მალაიზიაში, კუნძულ ბორნეოზე ხანძარმა 1 000 სახლი გაანადგურა, ათასობით ადამიანი იძულებული გახდა, საცხოვრებელი ტერიტორია დაეტოვებინა. მედიის ცნობით, ხანძარი კვირას, დილით საბაჰის შტატის ერთ-ერთ ზღვისპირა სოფელში გაჩნდა. „ძლიერმა ქარმა და სახლების ერთმანეთთან სიახლოვემ ხანძრის სწრაფი გავრცელება გამოიწვია“, – განაცხადა შტატის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსმა, ჯიმი ლაგუნგმა. პოლიციის ცნობით, ხანძრის შედეგად 9 000-ზე მეტი მცხოვრები დაზარალდა. დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. The post მალაიზიაში ხანძარმა 1 000 სახლი გაანადგურა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.