სიახლე

ირანი ორმუზის სრუტის კონტროლს ცდილობს, აშშ-მა ირანის ხომალდს ესროლა

ტვ ოდიში

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ადასტურებს, რომ ამერიკულმა გამანადგურებელმა ირანის დროშის ქვეშ მცურავი გემის მიმართულებით, რომელიც მისი საზღვაო ბლოკადის დარღვევას ცდილობდა, რამდენიმე გასროლა განახორციელა. სარდლობამ განაცხადა, რომ USS Spruance-მა ირანის დროშის ქვეშ მცურავი Touska მოიგერია, როდესაც ის ბლოკადის დარღვევით ირანის პორტისკენ მიემართებოდა. მათი მტკიცებით, მას შემდეგ, რაც Touska-ს ეკიპაჟმა ექვსი საათის განმავლობაში არ გაითვალისწინა გაფრთხილებები, Spruance გემს ძრავის […] The post ირანი ორმუზის სრუტის კონტროლს ცდილობს, აშშ-მა ირანის ხომალდს ესროლა appeared first on ODISHINEWS.

პირველწყარო →

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ადასტურებს, რომ ამერიკულმა გამანადგურებელმა ირანის დროშის ქვეშ მცურავი გემის მიმართულებით, რომელიც მისი საზღვაო ბლოკადის დარღვევას ცდილობდა, რამდენიმე გასროლა განახორციელა.

სარდლობამ განაცხადა, რომ USS Spruance-მა ირანის დროშის ქვეშ მცურავი Touska მოიგერია, როდესაც ის ბლოკადის დარღვევით ირანის პორტისკენ მიემართებოდა.

მათი მტკიცებით, მას შემდეგ, რაც Touska-ს ეკიპაჟმა ექვსი საათის განმავლობაში არ გაითვალისწინა გაფრთხილებები, Spruance გემს ძრავის ოთახიდან ევაკუაციის ბრძანება მისცა. ამის შემდეგ კი Spruance-მა ძრავის ოთახისკენ რამდენიმე გასროლით ტუსკას ძრავა გამორთო.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ბლოკადის დაწყებიდან მოყოლებული, აშშ-მა გაბრუნების და ირანის პორტში დაბრუნების მითითება 25 კომერციულ გემს მისცა.

ცნობისთვის, მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი Touska აშშ-ის საზღვაო ბლოკადის გარღვევას ცდილობდა, თუმცა ამერიკულმა ძალებმა ის შეაჩერეს. მისივე თქმით, ამ დროისთვის გემი აშშ-ის საზღვაო ქვეითების კონტროლის ქვეშაა. „TOUSKA აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სანქციების ქვეშაა უკანონო საქმიანობის წარსული ისტორიის გამო. ჩვენ გვაქვს გემის სრული კონტროლი და ვაკვირდებით, რა არის ბორტზე!“- დაწერა ტრამპმა.

ირანის სამხედრო ძალების განცხადებით კი აშშ-ის ძალების მიერ ომანის ყურეში ირანის დროშის ქვეშ მცურავი კონტეინერმზიდი გემის დაკავებას უპასუხებენ. ინფორმაციას CNN-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„აგრესორი შეერთებული შტატები, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევით და საზღვაო გზის ძარცვით, ომანის ზღვის წყლებში ირანულ კომერციულ გემს დაესხა თავს “, – აღნიშნულია ირანის სამხედრო ძალების განცხადებაში.

მათი მტკიცებით, აშშ-მა გაანადგურა გემის სანავიაგაციო აღჭურვილობა და გემბანზე ჯარისკაცები განალაგა, „რაც აგრესიის აქტის განხორციელებაა“.

„ვაფრთხილებთ, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები მალე უპასუხებენ და საპასუხო ზომებს მიმართავენ აშშ-ის შეიარაღებული მეკობრეობის წინააღმდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.

The post ირანი ორმუზის სრუტის კონტროლს ცდილობს, აშშ-მა ირანის ხომალდს ესროლა appeared first on ODISHINEWS.


მსგავსი