სიახლე

დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ

მედიაცენტრი

დღეს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში არსებულ ვითარებასაც განიხილავენ. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დღის წესრიგშია აღნიშნული. „მინისტრები აზრებს გაცვლიან სამხრეთ კავკასიაზე, განსაკუთრებული ფოკუსით სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე, ერევანში, სომხეთში დაგეგმილ „ევროპული პოლიტიკური გაერთიანების“ სამიტამდე და საქართველოში არსებულ ვითარებაზე“, – ნათქვამია დღის წესრიგში. ასევე იგეგმება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარებისა და სუდანის საკითხის განხილვა. The post დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი