დაკავებულია პირი, რომელიც ქრთამის სანაცვლოდ წვევამდელებს სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში ეხმარებოდა
„დაკავებულია პირი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში ეხმარებოდა“, – ამის შესახებ ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგიდან გახდა. თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილემ, არჩილ ნიკოლეიშვილმა თქვა, რომ 67 წლის კაცი დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებთან ერთად, გარკვეული ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ, ყალბი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი სამედიცინო დოკუმენტების გამოყენებით, დახმარებას უწევდა საქართველოს მოქალაქეებს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში. უწყების განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.შ.-მ დახმარება გაუწია 30-ზე მეტ პირს და თაღლითურად დაეუფლა ჯამში 100 000 ლარზე მეტ თანხას. მისი პირადი ჩხრეკის დროს ამოღებულ იქნა 6168,50 ლარი, ხოლო… The post დაკავებულია პირი, რომელიც ქრთამის სანაცვლოდ წვევამდელებს სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში ეხმარებოდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →