სიახლე

“მთავარ დაპირებებს უღალატა “ოცნებამ”! დღეს ისევ ასეულობით პოლიტიკური პატიმარია!” – ბესელია

Alia

ივანიშვილის გუნდის ყოფილი წევრი, ეკა ბესელია: 14 წლის წინ ამ დღეს პარტია ,, ქართული ოცნება “ დავარეგისტრირეთ იუსტიციის სამინისტროში . იურიდიულ პროცედურას მე ვუძღვებოდი … მჯეროდა რომ ეს გზა აუცილებელი ცვლილებებისთვის იყო გასავლელი , რათა დაგვესრულებინა ადამიანის უფლებების სისტემური ხელყოფა, პოლიტიკური მართლმსაჯულება და უკანონო პატიმრების დრო ! სამწუხაროდ უამრავი მცდელობისა და ძალისხმევისა რაც ამ მიზნით […] The post “მთავარ დაპირებებს უღალატა “ოცნებამ”! დღეს ისევ ასეულობით პოლიტიკური პატიმარია!” – ბესელია appeared first on .

პირველწყარო →

ივანიშვილის გუნდის ყოფილი წევრი, ეკა ბესელია:

14 წლის წინ ამ დღეს პარტია ,, ქართული ოცნება “ დავარეგისტრირეთ იუსტიციის სამინისტროში .

იურიდიულ პროცედურას მე ვუძღვებოდი … მჯეროდა რომ ეს გზა აუცილებელი ცვლილებებისთვის იყო გასავლელი , რათა დაგვესრულებინა ადამიანის უფლებების სისტემური ხელყოფა, პოლიტიკური მართლმსაჯულება და უკანონო პატიმრების დრო !

სამწუხაროდ უამრავი მცდელობისა და ძალისხმევისა რაც ამ მიზნით ჩავდეთ – ამაო აღმოჩდა !

იმედგაცრუებული ვართ ჩვენ ვისი ბრძოლის ხარჯზე მოხდა ცვლილება და ყველაფერი გავაკეთეთ საქართველოს ბედნიერი მომავლისთვის , მაგრამ ეს პარტია გადაიქცა ძალაუფლების შენარჩუნების საშუალებად და არა მთავარი დაპირებების შესრულების ინსტრუმენტად!

მთავარ დაპირებებს უღალატა ქართულმა ოცნებამ !

დღეს პოლიტიზირებული მართლმსაჯულებაა ისევ და ასეულობით პოლიტიკური და უკანონო პატიმარი !

როდესაც მეკითხებიან ვნანობ თუ არა , რომ ვიდექი ცვლილებების პროცესის წინა ხაზზე – ვამბობ არა, რადგან ის რეჟიმი უნდა შეცვლილიყო!

არ უნდა დახუჭო თვალი , თუ ხდება იგივე ვინც არ უნდა იყოს უსამართლობის ავტორი !

ამიტომაც გაიყო 2018 წელს ჩვენი გზა დ მე დავრჩი ჩემს ღირებულებებთან , ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი დადგა წარსულის სახიფათო გადმონაშთის დასაცავად!

არასოდეს ვინანებ რაც ვაკეთე იმ წლებში ბევრ კარგ ადამიანთან ერთად რადგან იყო ღირებული , მნიშვნელოვანი ადამიანის უფლებებისთვის !

საქართველომ მიიღო უვიზო მიმოსვლა , კანდიდატის სტატუსი, პროგრესი იმ წლების რეფორმებით და ეს ყველაფერი გაანადგურა ოცნების პოლიტიკამ!

ყველა და ყველაფერი გამოჩდა: ვინ რისთვის იბრძოდა , თანამდებობისთვის თუ საქართველოს ბედნიერებისთვის …

არავინ დარჩა პირველი თაობის ნამდვილი მეოცნეებებიდან … მედროვე , კომფორმისტი ადამიანები შერჩა ბიძინა ივანიშვილს და ის აუცილებლად დადგება არჩევანის და ცვლილების წინაშე!

ეს მალე მოხდება !

ცხოვრების კანონზომიერება მოიტანს ცვლილებებს დღეს!

დადგება თავისუფლების , დამოუკიდებლობის ეტაპი

მართლმსაჯულების სისტემაში და დასრულდება უკანონო პატიმრების დრო!

The post “მთავარ დაპირებებს უღალატა “ოცნებამ”! დღეს ისევ ასეულობით პოლიტიკური პატიმარია!” – ბესელია appeared first on .


მსგავსი