სიახლე

ისრაელელ ჯარისკაცებს ქრისტეს ქანდაკების დაზიანების გამო პატიმრობა მიუსაჯეს

მედიაცენტრი

ისრაელმა არმიის ორ ჯარისკაცს, რომლებმაც ლიბანში ქრისტეს ქანდაკება დააზიანეს, პატიმრობა მიუსაჯა. მათ სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლებენ. „ჯარისკაცი, რომელმაც ქრისტიანული სიმბოლო დააზიანა და ჯარისკაცი, რომელმაც ეს აქტი გადაიღო, სამხედრო მოვალეობიდან გათავისუფლდებიან და 30-დღიან სამხედრო პატიმრობას მიიღებენ“, – განაცხადეს ისრაელის თავდაცვის ძალებში. ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალების რეზერვისტის მიერ ქანდაკების დაზიანების ფოტო გასულ შაბათ-კვირას ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა, მოგვიანებით ისრაელის არმიამ მისი ავთენტურობა დაადასტურა და გამოძიება დაიწყო. ისრაელის ხელისუფლებამ მომხდარი დაგმო. The post ისრაელელ ჯარისკაცებს ქრისტეს ქანდაკების დაზიანების გამო პატიმრობა მიუსაჯეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი