სამოქალაქო აქტივისტი, მაგდა მამუკაშვილი:
ჩემი აზრით, ალიანსის განცხადება არასწორი იყო.
არასწორი არა იმიტომ, რომ ურთიერთპატივისცემას მოითხოვენ და პრინციპებს ამკვიდრებენ, არამედ იმიტომ, რომ ხალხი დაიღალა დაპირისპირებებით. ამას მოჰყვება უაზრო კამათი, განხილვა, დაპირისპირება, გახლეჩა. არ მჯერა, რომ პირადად არ შეეძლოთ მიშასთვის იგივე მესიჯის გადაცემა. თუ საჯაროდ წერდნენ, ეს ნიშნავს, რომ მათ საგანგებოდ გამოიტანეს საჯაროდ ეს საკითხი, რათა საყოველთაო განხილვა გამართულიყო. ამან სიკეთე არ მოიტანა.
ასევე, მიხეილ სააკაშვილი ობიექტურად არის ოპოზიციაში ყველაზე მაღალი პირადი რეიტინგის მქონე პირი. მიშა ამ ნიშას არასდროს დათმობს და ყოველთვის ეცდება, ეს ადგილი შეინარჩუნოს. მე მესმის მისი, ის უკვე ისტორიული ფიგურაა ფაქტობრივად და პრეზიდენტის სავარძელში მიღებულმა მისმა ბოლო პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ, არჩევნებით გადაებარებინა ხელისუფლება, აი ეს ნიშა ოპოზიციაში წლობით დაუბევა. თან ასევე, ის უკვე 5 წელია პოლიტპატიმარია, დიდი მსხვერპლი გაიღო აქ ჩამოსვლით. მოკლედ, რომ ვთქვათ, მიშას ექნება ამბიციები და მიშა არასდროს დაემორჩილება არსებულ კონიუქტურას, მას პირზე ხელს ვერავინ ააფარებს, ასე მგონია. გაჩუმდიო, თუ ეტყვიან, უფრო ხმამაღლა დაიწყებს საუბარს.
მიშას ძალიან ცუდად ახსოვს 2024-ში მისთვის ართმეული 10%, ამის პატიება არ მგონია, რომ შეეძლოს. მიშა ციხიდან ცვლილებებს ვერ დააყენებს, ვერც ამომრჩეველს გაზრდის, არც მისი ციხიდან დახსნის გეგმა არის რაციონლურობასთან ახლოს, ამდენად, გარეთ მყოფი ოპოზიცია უნდა მოიქცეს ჭკუით, რომ ამ ქვეყანას რამე ეშველოს. ამიტომ ალიანსის ასეთი პოსტები არის სარისკო, არაფრის მომცემი, გამხლეჩი.
მიშა სულ წერს ამ პოსტებს და ბევრად საკამათოებსაც. ეს ხომ ახალი არ არის. თან ამ უკანასკნელ პოსტში ბევრი სიმართლის მარცვალი ერია. მიშა თუ წერს, რომ ოპოზიცია რეგიონებში არ გადის, ამ პასუხის ნაცვლად, უმჯობესი იქნება, ოპოზიცია რეგიონებში გავიდეს და საპირისპირო დაამტკიცოს. ასევე, ამ პოსტის დაწერას აჯობებდა, რომ უკვე ღიად დაწყებულიყო 26 მაისის დემონსტრაციისთვის საინფორმაციო კამპანია, რომელსაც 2 კვირის წინ დაგვპირდნენ. საქმე ლაპარაკის ნაცვლად, აი ეს პრინციპია ასამოქმედებელი, თორე ხალხი მართლა ჩამოიღალა.
The post “ალიანსის” განცხადება არასწორი იყო” – მამუკაშვილი appeared first on .