საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ს შეადგენს – საყოველთაო აღწერის შედეგები
საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა. საქსტატის დაზუსტებული მონაცემების საფუძველზე, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 929 581 კაცი შეადგინა, რაც 0.4 პროცენტით მეტია 2025 წლის ივნისში გამოქვეყნებულ (3 914 000 კაცი) წინასწარ მონაცემთან შედარებით. საქართველოს მოსახლეობის 52 პროცენტი (2 048 577 კაცი) ქალია, ხოლო 48 პროცენტი (1 881004 კაცი) – კაცი. ქალების წილი შედარებით მაღალია თბილისსა და ქუთაისში და შეადგენს 54 პროცენტს, ხოლო შედარებით დაბალია ქედის, ხელვაჩაურის, ხარაგაულის, საგარეჯოს, მარნეულის მუნიციპალიტეტებში და შეადგენს 49 პროცენტს. ამასთან, საქსტატის ცნობით, მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვით, 2024 წლის… The post საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ს შეადგენს – საყოველთაო აღწერის შედეგები appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →