გიტანას ნაუსედა – „კარგი ამბების დღეა“
„მივესალმები უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ დიდი ხნის ნანატრ გადაწყვეტილებას. ევროპა წარმატებას მიაღწევს, როდესაც ერთიანია“, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელში წერს. „დღეს კარგი ამბების დღეა. ვულოცავ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტზე შეთანხმების მიღწევას. ევროპა გააგრძელებს აგრესორზე ზეწოლის გაძლიერებას. გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ყველა საჭირო საშუალებით. ეს არის ბრძოლა, რომელიც ყველას გვეხება“, – წერს პრეზიდენტი ნაუსედა. შეგახსენებთ, ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს მხარი დაუჭირეს. The post გიტანას ნაუსედა – „კარგი ამბების დღეა“ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →