საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.
“2026 წლის 23 აპრილიდან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხაჯალია-სუფსის საავტომობილო გზაზე 51 დღის განმავლობაში პერიოდული სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდება.
სამუშაოების პერიოდში, აღნიშნულ მონაკვეთზე გრიგოლეთის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აიკრძალება. ნიგვზიანის წრიულიდან ავტომობილები მოძრაობას პირდაპირ გააგრძელებენ საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის გამოყენებით”,_ აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
The post “მოძრაობა აიკრძალება”- საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხაჯალია-სუფსის საავტომობილო გზის შესახებ განცხადებას ავრცელებს appeared first on გურია ნიუსი.