სიახლე

“აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაციისთვის მილიონ 300 998 ლარი დაიხარჯება”

GuriaNews

26 აპრილს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რიგგარეშე საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა. მან საკრებულოს წევრებს დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი გააცნო: საქართველოს რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გასახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების შესახებ, _ დადგენილება; “ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შეკვეთილში არსებული უსახელო ქუჩისთვის “ჯემალ გახოკიძის” სახელის მინიჭების შესახებ,” _ დადგენილება. […] The post “აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაციისთვის მილიონ 300 998 ლარი დაიხარჯება” appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

26 აპრილს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რიგგარეშე საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.

სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა. მან საკრებულოს წევრებს დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი გააცნო:

საქართველოს რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გასახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების შესახებ, _ დადგენილება;

“ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შეკვეთილში არსებული უსახელო ქუჩისთვის “ჯემალ გახოკიძის” სახელის მინიჭების შესახებ,” _ დადგენილება.

პირველი საკითხის ირგვლივ ისაუბრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, გოჩა აბაშმაძემ:

_ საკრებულოს კომისიის სხდომაზე გატანილი იყო საკითხი, რეგიონში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტის შესახებ. ეს უნდა გახორციელდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ეს არის აღმაშენებლის ქუჩაზე განათების და ტროტუარების კეთილმოწყობის საკითხი. ამ პროექტის ღირებულება მილიონ 300 998 ლარია, _ თქვა მან.

აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაციისთვის, რეგიონში გასახორციელელებელი პროექტების ფონდიდან მილიონ 300 998 ათასი ლარის გამოყოფის თაობაზე საუბრისას, თქვა ისიც, რომ მალე ოზურგეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ტროტუარების მოწესრიგება და გარე განათების მონტაჟი კი იგეგმება. თუმცა, ჯერ არის ცნობილი გახორციელების ვადები.

მისივე თქმით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მომზადებულია და მალე გამოცხადდება ტენდერი. გამოვლინდება გამარჯვებული, რომელიც შეასრულებს პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს.

როგორც სხდომაზე საკრებულოს წევრებმა აღნიშნეს, დიდი ხანია აღმაშენებლის ქუჩის მოწესრიგების პრობლემა დგას. პრობლემაა. თქვეს, რომ ის ქალაქში შემოსასვლელი ქუჩაა და დროული და აუცილებელია მისი სათანადოდ გალამაზება და კეთილმოწყობა.

დღის წესრიგის მეორე საკითხზე: “ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შეკვეთილში არსებული უსახელო ქუჩისთვის “ჯემალ გახოკიძის” სახელის მინიჭების შესახებ,” _ დადგენილების მისაღებად, საკრებულოს წევრმა დავით ჭაკნელიძემ ისაუბრა.

_ კომისიის სხდომაზე შემოსული იყო განცხადება, რომელიც გაეგზავნა სამთავრობო კომისიას. ამის შემდეგ ჩვენ მივიღეთ თანხმობა, რომ შეკვეთილში ერთერთ უსახელო ქუჩას ეწოდოს ჯემალ გახოკიძის სახელი. ეს უნდა გახორციელდეს ოთხი თვის ვადაში, _ თქვა დავით ჭაკნელიძემ.

საკრებულოს წევრებმა დადგენილებას კენჭი დადებითად უყარეს, წინააღმდეგი არავინ წასულა.

საბოლოოდ, სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი განკარგულების პროექტი დამტკიცდა:

“რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გასახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაზე “და “ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შეკვეთილში არსებული უსახელო ქუჩისთვის, ჯემალ გახოკიძის სახელის მინიჭების შესახებ”.

The post “აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაციისთვის მილიონ 300 998 ლარი დაიხარჯება” appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი