რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
რუსეთის ოლქებში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის შემდეგ ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში მდებარე „გორკის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისა და სამარის ოლქში მდებარე ნავთობქიმიური ქარხნის ტერიტორიებზე ხანძარი გაჩნდა. ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ქალაქ კსტოვოს მოსახლეობის ცნობით, ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა. სამარის ოლქში თავდასხმის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ ფედორიშჩევმაც დაადასტურა. „წინასწარი ინფორმაციით დაშავებულები არიან. ნოვოკუიბიშევსკის სამრეწველო ობიექტზე თავდასხმა განხორციელდა“, – განაცხადა სამარის ოლქის გუბერნატორმა. The post რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →