სიახლე

ოქრო და ვერცხლი გაიაფდა – რა ღირს გრამი

MegaTV

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო მცირედით გაიაფდა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 716 დოლარი განისაზღვრა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.40%-იან კლებას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნციის ღირებულება 76.01 დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში 2.51%-ით შეემცირებული მაჩვენებელია. რა ღირს ერთი გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში? რაც შეეხება საქართველოს, ამ […]

პირველწყარო →

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო მცირედით გაიაფდა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 716 დოლარი განისაზღვრა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.40%-იან კლებას წარმოადგენს.

რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნციის ღირებულება 76.01 დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში 2.51%-ით შეემცირებული მაჩვენებელია.

რა ღირს ერთი გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში?

რაც შეეხება საქართველოს, ამ დროისთვის, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 422 ლარი ღირს, 750 სინჯის – 317 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 247 ლარი ღირს.

რაც შეეხება ვერცხლს, 999 სინჯის ვერცხლი 7.10 ლარი ღირს, ხოლო 800 სინჯის ძვირფასი ლითონი 5.68 ლარი ღირს.


მსგავსი