გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ამ წლის პირველ სამ თვეში იმერეთში ტყით უკანონო სარგებლობის 51 ფაქტი გამოავლინა.
“გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და პრევენციულ ღონისძიებებს ატარებენ, რათა დროულად მოხდეს გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე. შედეგად, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში, მხოლოდ იმერეთში გამოვლენილია ტყით უკანონო სარგებლობის 51 ფაქტი.
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, დეპარტამენტი აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს. გამკაცრებულია სანქციებიც. ყველა აღნიშნული ქმედების შედეგად, ბოლო წლებში, უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების კლება ფიქსირდება”,_ აცხადებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.
The post სამ თვეში იმერეთში ტყით უკანონო სარგებლობის 51 ფაქტი გამოვლინდა appeared first on გურია ნიუსი.