უკრაინა ევროკავშირის სესხის პირველ 6 მილიარდიან ტრანშს ივნისში მიიღებს
უკრაინა 90 მილიარდი ევროს ოდენობის ევროკავშირის სესხის პირველ 6 მილიარდიან ტრანშს ივნისში მიიღებს. ინფორმაციას European Pravda ავრცელებს. „პირველ რიგში, უკრაინამ ევროკავშირში, კერძოდ Deutsche Bundesbank-ში, სპეციალური საბანკო ანგარიში უნდა გახსნას. ეს პროცედურა, როგორც წესი, რამდენიმე თვეს ითხოვს, თუმცა უკრაინა და გერმანია მის დაჩქარებაზე შეთანხმდნენ. გარდა ამისა, კიევმა ევროკავშირს უნდა მიანიჭოს აღნიშნული ანგარიშიდან დახარჯული სახსრების მონიტორინგის უფლება. ევროკავშირმა ასევე მიანიშნა, რომ კიევს უკვე შეუძლია გააფორმოს კონტრაქტები იარაღის მიწოდებაზე და მათ საფასური მოგვიანებით, სესხის სახსრებით გადაიხადოს, რადგან სესხის პირობები იძლევა მიმდინარე წლის იანვრიდან განთავსებული სამხედრო შეკვეთების დაფინანსების შესაძლებლობას. პირველი თავდაცვითი ტრანში უკრაინაში წარმოებული… The post უკრაინა ევროკავშირის სესხის პირველ 6 მილიარდიან ტრანშს ივნისში მიიღებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →