სიახლე

6 დაშავებული – ახალი დეტალები სამტრედიაში მომხდარ მძიმე ავარიაზე

GuriaNews

როგორც უკვე ვწერდით, სამტრედიაში, აღმაშენებლის ქუჩაზე მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „გურია ნიუსისთვის“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი – ავარიის შედეგად დაშავებულია 6 პირი. ისინი გადაყვანილნი არიან ,,ჯეო ჰოსპიტალსში, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ. შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა – ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ პოლიციის, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. The post 6 დაშავებული – ახალი დეტალები სამტრედიაში მომხდარ მძიმე ავარიაზე appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

The post 6 დაშავებული – ახალი დეტალები სამტრედიაში მომხდარ მძიმე ავარიაზე appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი