“შვებით ამოვისუნთქე, რომ უსაფრთხოდ არიან”- კალასი
“შვებით ამოვისუნთქე, რომ თეთრი სახლის კორესპონდენტების სადილზე მომხდარი სროლის შემდეგ ყველა დამსწრე, მათ შორის პრეზიდენტი ტრამპი, უსაფრთხოდ არიან” – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის სადილზე მომხდარ ინციდენტს. კალასი ამბობს, რომ დემოკრატიაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული სადილიდან გაიყვანეს მას შემდეგ, რაც შეიარაღებულმა მამაკაცმა უსაფრთხოების სამსახურს ცეცხლი გაუხსნა. სამართალდამცავების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი, 31 წლის მამაკაცი, დაკავებულია. თავდასხმის მოტივი, ამ დროისთვის, უცნობია. მას ბრალს ოფიციალურად ხვალ… The post “შვებით ამოვისუნთქე, რომ უსაფრთხოდ არიან”- კალასი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →