„სამიზნე ტრამპთან დაკავშირებული ოფიციალური პირები იყვნენ“- დაკავებული
აშშ-ში სროლაში ეჭვმიტანილმა სამართალდამცველებს განუცხადა, რომ მისი სამიზნე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაკავშირებული ოფიციალური პირები იყვნენ. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის დროს, სულ მცირე, ხუთიდან რვამდე გასროლა განხორციელდა. ვაშინგტონის შტატის პროკურორი ჯანინ პირო აცხადებს, რომ ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენეს ორ საქმეში – ძალადობრივი დანაშაულის დროს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებასა და ფედერალურ ოფიცრებზე იარაღის გამოყენებით თავდასხმაში. პროკურორის თქმით, ეჭვმიტანილი 27 აპრილს ფედერალური სასამართლოს წინაშე წარდგება. ეჭვმიტანილი 31 წლის კოულ ტომას ალენია. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული მასალებიდან ირკვევა, რომ ის ლოს ანჯელესის მახლობლად, კალიფორნიის შტატის ქალაქ ტორენსში მასწავლებელი იყო. The post „სამიზნე ტრამპთან დაკავშირებული ოფიციალური პირები იყვნენ“- დაკავებული appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →