მალიში ვითარება უკიდურესად დაძაბულია
მალიში ანტისამთავრობო ძალების ფართომასშტაბიანი იერიში მიმდინარეობს, ვითარება უკიდურესად დაძაბულია და ადგილი აქვს კოორდინირებულ თავდასხმებს როგორც დედაქალაქზე, ისე სამხედრო ობიექტებზე. როგორც რუსული სამხედრო წყაროები წერენ, ჩამოგდებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს „აფრიკული კორპუსის“ კუთვნილი Mi-8 ტიპის ვერტმფრენი და დაღუპულია ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი. ქალაქ კატიში, სამხედრო ბაზაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა მალის თავდაცვის მინისტრი სადიო კამარა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 25 აპრილს შეიარაღებულმა ანტისამთავრობო ჯგუფებმა „განახორციელეს კოორდინირებული თავდასხმების სერია მალის დედაქალაქსა და მეზობელ რეგიონებში. 250-მა ბოევიკმა შეუტია საერთაშორისო აეროპორტს და იქვე მდებარე სამხედრო ბაზას“. The post მალიში ვითარება უკიდურესად დაძაბულია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →