რომელი მევენახისგან არ ჩაიბარებენ ყურძენს ქარხნები – ახალი რეგულაციები
ღვინის ქარხნები ყველა მევენახისგან ყურძენს ვერ ჩაიბარებს. შეზღუდვები წესდება იმ ვენახებზე, რომლებიც სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს თანხმობის გარეშე გაშენდა. აღნიშნული რეგულაციის შესახებ საუბარია მინისტრის ბრძანებაში, რომელიც “სამეწარმეო ვენახის გაშენების წესის დამტკიცებას“ ეხება. აღნიშნული რეგულაცია მიმდინარე წლის 1 მაისიდან ამოქმედდება. მის მიხედვით, თუ მევენახეები ყურძენს არარეგისტრირებულ ვენახებში მოიყვანენ, ყურძენს ვერ ჩააბარებენ და შეეძლებათ მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის გამოიყენონ. ვენახის გაშენება ან უკვე არსებული ვენახის განახლება/აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ასევე, არსებობს წესები, რასაც მევენახე უნდა აკმაყოფილებდეს. მაგალითად, მათ მოეთხოვებათ გამოიყენონ მხოლოდ კანონმდებლობით ნებადართული და სერტიფიცირებული… The post რომელი მევენახისგან არ ჩაიბარებენ ყურძენს ქარხნები – ახალი რეგულაციები appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →