“ტრამპზე თავდასხმის მცდელობა პოლიტიკური სიძულვილის შედეგია”- ლევიტი
თეთრი სახლის პრესსპიკერი ქეროლაინ ლევიტი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე თავდასხმის მცდელობა პოლიტიკური სიძულვილისა და გამწვავებული რიტორიკის შედეგია. ლევიტის განცხადებით, ეს ბოლო ორ წელიწადში დონალდ ტრამპზე თავდასხმის უკვე მესამე სერიოზული მცდელობაა. თეთრი სახლის პრესსპიკერმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებს. „უპირველეს ყოვლისა, პრეზიდენტი, პირველი ლედი და თეთრ სახლში მყოფი ყველა ადამიანი უაღრესად მადლიერია იმ მამაცი სამართალდამცავი პროფესიონალების მიმართ, რომლებიც მოქმედებაში ჩაერთნენ პოტენციური მკვლელის დასაკავებლად და ყველა ჩვენგანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. პრეზიდენტი განსაკუთრებით მადლიერებას გამოხატავს შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის იმ მამაკაცებისა და ქალების მიმართ, რომლებმაც უდიდესი პროფესიონალიზმითა და გამბედაობით იმოქმედეს.… The post “ტრამპზე თავდასხმის მცდელობა პოლიტიკური სიძულვილის შედეგია”- ლევიტი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →