სიახლე
პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ქართულენოვანმა საინფორმაციო სამსახურმა მუშაობა დაიწყო
მედიაცენტრი
პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ქართულენოვანმა საინფორმაციო სამსახურმა მუშაობა დაიწყო. ინფორმაციას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, TVP-ის ახალი, ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური VT Sakartvelo News უკვე პირდაპირ ეთერშია“, – წერს პოლონეთის საგარეო უწყება X-ზე. ასევე, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, „პროგრამა სანდო რეპორტაჟებისა და ევროპული პერსპექტივის გადაცემას უზრუნველყოფს“. „პროგრამა მხარს უჭერს რეგიონში დეზინფორმაციის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევას“, – აცხადებს პოლონეთის საგარეო უწყება. The post პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ქართულენოვანმა საინფორმაციო სამსახურმა მუშაობა დაიწყო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.