სიახლე

აჭარის უმაღლესი საბჭო ახალ თავმჯდომარეს დღეს აირჩევს

Alia

დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოში მთავრობის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. აღნიშნულ თანამდებობაზე პრეზიდენტმა ზურაბ პატარაძე წარადგინა. რეგლამენტის მიხედვით, პირველ ეტაპზე კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ჩატარდება, დეპუტატები კანდიდატის სამომავლო გეგმებსა და სამთავრობო პროგრამას მოუსმენენ, რის შემდეგაც საკითხი კენჭისყრაზე პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს. ახალი თავმჯდომარის დასამტკიცებლად უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერაა საჭირო. ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე 2016-18 წლებში უკვე […] The post აჭარის უმაღლესი საბჭო ახალ თავმჯდომარეს დღეს აირჩევს appeared first on .

პირველწყარო →

დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოში მთავრობის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. აღნიშნულ თანამდებობაზე პრეზიდენტმა ზურაბ პატარაძე წარადგინა.

რეგლამენტის მიხედვით, პირველ ეტაპზე კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ჩატარდება, დეპუტატები კანდიდატის სამომავლო გეგმებსა და სამთავრობო პროგრამას მოუსმენენ, რის შემდეგაც საკითხი კენჭისყრაზე პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს.

ახალი თავმჯდომარის დასამტკიცებლად უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერაა საჭირო.

ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე 2016-18 წლებში უკვე იყო. ის აჭარის პირველი პირის პოსტზე დიპლომატიური სამსახურიდან ბრუნდება.

The post აჭარის უმაღლესი საბჭო ახალ თავმჯდომარეს დღეს აირჩევს appeared first on .


მსგავსი