სიახლე

ყოფილი ცოლის სახლში შეიჭრა და შვილების თანდასწრებით იძალადა – კაცი დაკავებულია

მედიაცენტრი

ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის, ადევნებისა და ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ბრალდებით 1994 წელს დაბადებული გ.ხ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ყოფილი მეუღლის -1996 წელს დაბადებულ ქ.რ.-ს საცხოვრებელ სახლში უნებართვოდ შეაღწია და არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მასზე ფიზიკურად იძალადა, ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებული სისტემატურად უთვალთვალებდა ქ.რ.-ს. პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.ხ. ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა, 11 პრიმა 151-ე პრიმა და 160-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. The post ყოფილი ცოლის სახლში შეიჭრა და შვილების თანდასწრებით იძალადა – კაცი დაკავებულია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი